ხუთი უცნობი ფაქტი პაპარაცების შესახებ

პაპარაცებზე კარგი რამ ცოტას თუ  წამოცდება. პაპარაცი დროის უმეტეს ნაწილს ცნობილ სახეებზე ნადირობაში, უსასრულო მოლოდინსა და ფარული ადგილებიდან გადაღებებში ატარებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოგიერთი ადამიანი მზადაა თავისი ერთადერთი და უძვირფასესი სიცოცხლე ამ მოსაწყენ საქმიანობაში გალიოს. ზოგს კი ის აღაშფოთებს, რომ რამდენიმე წამში გადაღებულ ფოტოში პაპარაცს შეიძლება ათასობით დოლარი – ძალიან იოლი ფული გადაუხადონ.

ამ პროფესიის კიდევ ერთი „მინუსი“ არაპრესტიჟულობაა. ბოლოს და ბოლოს, როდეო-დრაივზე უმაკიაჟო ქემერონ დიასის ფოტოს გადაღებას დიდი ჭკუისკოლოფობა არ ჭირდება. პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის პაპარაცის სამუშაო ძალიან დაბალ დონედ მიიჩნევა.

paparazzi-2პაპარაცობა და ამ პროფესიით წარმატების მიღწევა ყველას ნამდვილად არ შეუძლია. სიჯიუტისა და თავხედობის გარდა, ბევრი სპეციფიკური უნარ-ჩვევა და ნიჭია საჭირო. საუკეთესო, ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი პაპარაცები ერთდროულად ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, დამოუკიდებელი მეწარმეები და საიდუმლო აგენტები არიან.

paparazzi-12ისინი ათასობით კონტაქტს აქტიურად ინარჩუნებენ და რისკიან თამაშს ეწევიან. სასტიკი კონკურენციის პირობებში მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად მუდმივად ბრძოლა უწევთ. ამ ყველაფერთან ერთად Friday პაპარაცებზე ხუთი ნაკლებად ცნობილი ფაქტის შესახებ მოგიყვებათ.

პაპარაცებს თანაშემწეთა სრული შტატი ყავთ

პაპარაცები ფოტოებს ძირითადად ფილმის პრემიერის დროს იღებენ, თუმცა დღეს, როცა ყოველ მეორეს მობილურ ტელეფონში ხარისხიანი ფოტოკამერა აქვს, ასეთი ფოტოები ძვირად აღარ იყიდება. ამიტომაც წარმატებულ პაპარაცის სერიოზული კავშირები და თანაშემწეები უნდა ყავდეს, რათა სწორედ ის კადრი დაიჭიროს, რომელშიც დიდ ფულს გადაუხდიან.

paparazzi-7პაპარაცებს ყავთ ინფორმატორთა მთელი ქსელი – დაცვის თანამშრომლები, შვეიცრები, ოფიციანტები, პარიკმახერები, ახლო მეგობრები და ავტოგრაფებზე მონადირენიც კი, რომლებიც წარმატებული ფოტოს გაყიდვიდან მიღებული ანაზღაურების ნაწილის სანაცვლოდ მუშაობენ და ვარსკვლავების გადაადგილების შესახებ მათ ინფორმაციას აწვდიან. ცნობილმა პაპარაციმ მელ ბუზადმა 150 000 დოლარი აიღო ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ფოტოში წყვილის ოფიციალური დაშორების შემდეგ. ამ ინფორმაციის წყარო  კი „მეთ დეიმონის მეუღლის პირადი პარიკმახერი“ იყო.

paparazzi-8წარმატებული პაპარაცის წლიური შემოსავალი 250 000 დოლარს აღწევს

პაპარაცებს, როგორც წესი, ალმაცერად უყურებენ და ცოტამ თუ იცის, რომ ისინი, შემოსავლის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ჟურნალისტთა შორის არიან. ყველაზე მოკრძალებული ანგარიშით, უბრალო პაპარაცი წლიურად 60-დან 100 ათასამდე დოლარს შოულობს, უფრო წარმატებულები კი კვალიფიციური ექიმის ან კორპორაციული იურისტის დონეზე არიან და მათი წლიური შემოსავალი 250 000 დოლარს აღწევს.

paparazzi-9ამას დაუმატეთ ერთჯერადი ბონუსები, როგორიც, მაგალითად ნიუ-იორკელმა პაპარაციმ სტივ სენდსმა აიღო ჟურნალ People-სგან გვინეტ პელტროუსა და ქრის მარტინის მეორე შვილის ფოტოსთვის – 300 000 დოლარი. ამბობენ, რომ ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის შვილის სურათში შვიდნიშნა თანხა აიღეს. თუმცა დამწყებმა პაპარაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ოლიმპოსკენ მიმავალი გზა ძალიან რთული გასავლელია. თუ თქვენ მეთ დეიმონის მეუღლის პირად პარიკმახერს არ იცნობთ, პირველ ეტაპზე თვეში 3 ათასზე მეტის შოვნას ვერ მოახერხებთ.

ბევრი ვარსკვლავი პაპარაცებს თავის გრაფიკს თავადვე აცნობს

პაპარაცები ხშირად აცხადებენ, რომ ფოტოკამერებისგან ვარსკვლავების დემონსტრაციული თავის არიდების მიუხედავად, ბევრ მათგანს ესმის, რომ პუბლიკის ინტერესის შესანარჩუნებლად პაპარაცების მომსახურება ნამდვილად ჭირდებათ. ზოგიერთი ვარსკვლავი შეგნებულად ინარჩუნებს მეტ-ნაკლებად მეგობრულ ურთიერთობებს ტაბლოიდების წარმომადგენლებთან.

paparazzi-511ზოგიერთი პაპარაცი ამ გზით ცნობილი სახის პირად ცხოვრებაში დროებითი ან ექსკლუზიური ფოტოგრაფის ადგილს იმკვიდრებს. ვარსკვლავები ხანდახან საკუთარი ნებით გამოდიან სახლიდან, რათა ფოტოები მათთვის მომგებიანი რაკურსით გადაუღონ. ზოგჯერ კი თავადვე აკონტროლებენ, რომ პაპარაცები კვირაში შვიდი დღე და 24 საათის განმავლობაში მათ კვალში ედგნენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პერის ჰილტონს ეს მეთოდი კარგად აქვს ათვისებული – იგი პაპარაცებს თავის გრაფიკს არ უმალავს და ამის წყალობით პრესაში პრაქტიკულად ყოველდღე იბეჭდება მისი სხვადასხვა რაკურსით, თითქოსდა სრულიად მოულოდნელად გადაღებული ფოტოები.

პაპარაცები ვარსკვლავებს ხანდახან „მედია ბოიკოტს“ უწყობენ

მართალია, პაპარაცების სამუშაო ერთობლივ „ღონისძიებებს“ არ ითვალისწინებს, მაგრამ ხანდახან საერთო მტრის წინააღმდეგ მაინც ერთიანდებიან. 1997 წელს ჯორჯ კლუნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში პრინცესა დიანას დაღუპვაში პაპარაცები დაადანაშაულა, ამიტომაც იმ პერიოდში გამოსული ახალი ფილმის „სამშვიდობოს“ პრემიერაზე სურათები ერთმა პაპარაციმაც არ გადაიღო და როცა მსახიობი ფანატებს ავტოგრაფებს ურიგებდა, სტვენაც კი აუტეხეს.

cloonyკლუნის პოპულარობა ამ „ცივი ომის“ შემდეგ გაიზარდა კიდეც, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ ცნობილ სახეზე, რომლებმაც ანალოგიურ სიტუაციაში კინაღამ კარიერა დაღუპეს. შერონ სთოუნი უკვე კარგა ხანია ტაბლოიდების წინააღმდეგ იბრძვის და საჯაროდ მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღონ კანონი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რაც პაპარაცების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ამის საპასუხოდ პაპარაცებმა არა ერთხელ გამოაქვეყნეს სთოუნის ფოტოები მისთვის წამგებიანი რაკურსით, მათ შორის, შერონის შვილობილის ფოტოც, როცა მას პარკინგზე მდგომ მანქანაში, მძღოლის მეთვალყურეობით ძინავს, სთოუნი კი ამ დროს პაემანზეა.

paparazzi-10პაპარაცებს უზარმაზარი ყოველდღიური ხარჯები აქვთ

ცნობილი ჭეშმარიტებაა: თუ ფულის შოვნა გინდა, თავიდან ის უნდა დახარჯო. პაპარაცების შემთხვევაში ეს აქსიომა განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს. მათ ხშირად უწევთ დიდი თანხების გადახდა ახალი ფოტოაპარატურისა და მაღალხარისხიანი ოპტიკის შესაძენად, რათა კარგი ფოტოების გადაღება დიდ დისტანციაზეც შეძლონ. დახურულ ქორწილზე ან მაგალითად, იახტაზე გამართულ წვეულებაზე მოხვედრასაც ფული ჭირდება. პაპარაცები ქირაობენ მოტოციკლებს, ვერტმფრენებს, იახტებს და წყალქვეშა ნავებსაც კი, რათა მიზანს მიუახლოვდნენ და ისეთი ფოტო გადაიღონ, რომელიც ათასობით დოლარს მოუტანთ.

paparazzi-5პაპარაცების ნამუშევარს ჰოლივუდში ორმაგი ეფექტი აქვს. ერთი მხრივ, პოპულარული ადამიანების ცხოვრების წესი და ფული მომხიბლავად გამოიყურება – აქ პაპარაცი გამაღიზიანებლის როლს ასრულებს. ხოლო ხანდახან, მაგალითად, ლინდსი ლოჰანის შემთხვევაში, რომელიც ხან სარეაბილიტაციო კლინიკაში წევს და ხან პოლიციის განყოფილებაში ყურყუტებს, ჩვეულებრივი ადამიანები მათ წინაშე უპირატესობასაც კი გრძნობენ.

????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????და ბოლოს, მართალია, პაპარაცებს ყველა და ყველგან აკრიტიკებს, მაგრამ მათი მზარდი პოპულარობა პირდაპირ კავშირშია მოთხოვნისა და მიწოდების მარტივ კანონთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ საზოგადოებას ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღების სურვილი აქვს, მათი შემოსავლები ასეულ ათასობით დოლარი იქნება.

paparazzi-6

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები