ხმის მისაცემად მისულ ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა

“ძალა ერთობაშიას” პირველ ნომერს, ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა. ამის შესახებ მას უთხრა კომისიის წევრმა, რომელმაც მის სახელსა და გვარს სიაში ვერ მიაგნო.

როგორც გაირკვა ბუბა კიკაბიძეს ხმა იმავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანში უნდა მიეცა.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ცნობილი მომღერალი საარჩევნო უბანზე შესვლას ურიგოდ ცდილობდა და ხალხმა არ შეუშვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები