ხვალ ქალბატონებს მამაკაცებისთვის ხელის თხოვნა შეუძლიათ

29 თებერვალს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელაა, ერთი უჩვეულო ტრადიცია უკავშირდება. ირლანდიაში არსებული ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს, წმინდა ოსვალდის დღესასწაულზე, ქალებს შეუძლიათ, მამაკაცებს ხელი სთხოვონ.
გადმოცემის თანახმად, წმინდა ბრიგიტა ირლანდიელი წმინდა პატრიკთან მივიდა და მის მონასტერში მყოფი ქალების მწარე ხვედრის შესახებ შესჩივლა. ქალები ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდნენ და თანაც, ურთიერთობისას, ინიციატივის გამოჩენა ეკრძალებოდათ. ქალისთვის ხელის თხოვნა მხოლოდ მამაკაცს შეეძლო, ქალი კი ვალდებული იყო, ხელის თხოვნას დალოდებოდა. წმინდა პატრიკმა უფლება მისცა ქალებს, თავად გამოეჩინათ ინიციატივა, თუმცა, მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ – 29 თებერვალს.
1288 წელს შოტლანდიელმა ლორდებმა მიიღეს დადგენილება, რომლითაც 29 თებერვალს ქალის მიერ მამაკაცისათვის ხელის თხოვნა დაკანონდა. მოგვიანებით, ეს ტრადიცია ინგლისში, დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გადაიღეს, თუმცა არ დაუკანონებიათ.

წყარო: “ინფო 9“

კომენტარები

სხვა სიახლეები