ხაშურელ ბიჭს, რომელიც სახლიდან ზოოპარკის დასათვალიერებლად გაიპარა, პოლიციელმა ოცნება აუხდინა

10 წლის ხაშურელ ბიჭს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, დღეს პატრულის თანამშრომელმა დანაპირები აუსრულა და ზოოპარკის დასათვალიერებლად თავად წაიყვანა.

თბილისის ზოოპარკმა კი მას 1-წლიანი უფასო აბონემენტი აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სახლიდან დაუკითხავად რამდენიმე დღის წინ გამოიპარა, მატარებელს გამოჰყვა და თბილისში ჩამოვიდა. გიორგი ამბობდა, რომ დიდი ხანია, ზოოპარკის ნახვა უნდოდა და თბილისშიც ამ მიზნით ჩამოვიდა.

ბავშვს თბილისში დააღამდა. ქუჩაში მარტო მიმავალი ბიჭი პატრულის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და გამოელაპარაკნენ. გიორგი ხაშურში მალევე დააბრუნეს.

ახლა გიორგის 1-წლიანი უფასო აბონემენტი აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები