ხარაგაულში მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს (ფოტო)

 ხარაგაულის სოფელ საღანძილეში მეხანძრე-მაშველებმა ორმოში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს და ორმოდან უვნებლად ამოიყვანეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს. “მეხანძრე – მაშველებმა ორმოში ჩავარდილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობარი ბეტონის ფილებს შორის იყო მოყოლილი და ამოსვლას ვერ ახერხებდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”- აღნიშნულია პოსტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები