ჭკვიანი ბიუსტჰალტერი მკერდის ზუსტ ზომას გვეტყვის

კომპანია “Soma”-მ ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარმოადგინა ჭკვიანი ბიუსტჰალტერი Somainnofit. ის მკერდის ზომის ზუსტ განსაზღვრას ახდენს.
ეს დევაისი გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი, სპორტული სახის ბიუსტჰალტერი, თუმცა მის შიგნით ჩამონტაჟებულია სპეციალური ძაფი. როდესაც Somainnofit-ის მფლობელი ქალბატონი იკრავს ბიუსტჰალტერს მკერდზე, ის ავტომატურად ზომავს მისი ბიუსტის ზომას და მაჩვენებელს სმარტფონის ეკრანზე ბლუთუსის მეშვეობით უჩვენებს.
გამომგონებლების თქმით, ეს მოწყობილობა საყოფაცხოვრებო პრობლემებისგან ხსნაა. “Soma” აცხადებს, რომ ქალების 80% არასწორი ზომის ბიუსტჰალტერებს ატარებს. ასევე, Somainnofit დაეხმარება ქალს ორსულობის დროს ბიუსტჰლატერის სწორი ზომის შერჩევაში, რადგან ამ დროს მკერდი ზომას იცვლის. ეს ჭკვიანი ლიფი კი როგორც ირკვევა, გაყიდვაში მალე ჩაეშვება და 60 დოლარი ეღირება.

კომენტარები

სხვა სიახლეები