ჭაბუკა ჭიღლაძე: მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის,მე ეს შევძელი

მელიტოპოლში მიმდინარე უკრაინის გრან-პრიზე ქართველი სთრონგმენები წარმატებით ასპარეზობენ, ნაკრების ყველა წევრმა მედლის მოპოვება შეძლო. ჭაბუკა ჭიღლაძე კი ევროპის თასის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. “კვირა+” ჭაბუკა ჭიღლაძეს გაესაუბრა:

“მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.. მე ეს შევძელი…
სეზონი წარმატებით დაიწყო, წინ არნოლდ კლასიკია და თავს არ დავზოგავ.
შეჯიბრზე ხუთი მოძრაობა იყო, ყველა მოძრაობაში ვლიდერობდი, როგორც ესთაპეტებში, ასევე სტატიკაშიც.
საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი ქულით ვაჯობე და გავსწარი ოპონენტებს. მემგონი დროა, საკუთარ დონესთან ერთად შეჯიბრების დონეც გაიზარდოს. მე მზად ვარ პროფესიონალებთან შერკინებისთვის.”

კომენტარები

სხვა სიახლეები