წამწამების დაგრძელებისა და გახშირების 5 უტყუარი წესი

1. პირველი და მთავარი წესი წამწამების მოვლისას არის – ტუშის ყოველდღიური ჩამოშორება. არასოდეს და არანაირ ვითარებაში არ დაარღვიოთ ეს წესი.
2. წამწამების დაგრძელება და გახშირება შეგიძლიათ ჯადოსნური საშუალებით – აბუსალათინის ზეთით. ზეთი უნდა წაისვათ ყოველ საღამოს ძველი ტუშის სუფთა, კარგად გარეცხილი ფუნჯით.

3.
წამწამების უფრო სწრაფი და ეფექტური გახშირება-გაზრდისთვის ერთმანეთში აურიეთ ძირკავასა და აბუსალათინის ზეთი თანაბარი რაოდენობით. წასმის წესი იგივეა.

4.
ხშირი და გრძელი გახდება წამწამები ასევე, თუ არ დაგეზარებათ და გაიკეთებთ ბალახების ნაყენის კომპრესებს. მაგალითად, კალენდულისა და შავი ჩაის ნაყენში დაასველეთ ბამბის დისკო და დაიდეთ ქუთუთოებზე 15-20 წუთით. კომპრესის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ.

5.
გამოიყენეთ მხოლოდ ახალი ტუში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვადას. და არავითარ შემთხვევაში არ დაასველოთ ფუნჯი ნერწყვით (ამას ხშირად აკეთებენ, როცა ტუში ჩაშრება) – ეს
ცუდად აისახება როგორც თვალებზე, ასევე წამწამებზე.

ხშირი და ლამაზი წამწამების მთავარი წესი კი გახლავთ – მისი რეგულარული მოვლა!

კომენტარები

სხვა სიახლეები