ძაღლებთან მოთამაშე ცხვარი Youtube-ის ჰიტი გახდა (ვიდეო)



Youtube-ზე უკვე უამრავი ნახვა აქვს ვიდეოს, რომლის მთავარი გმირიც ძაღლების „გაზრდილი“ ცხვარია. ბორდერ-კოლის ჯიშის ძაღლების საზოგადოებაში გაზრდილმა ცხვარმა ძაღლებისგან მათი თითქმის ყველა ქცევა და მანერა გადაიღო. განსაკუთრებით ეს თოვლში ხტომისა და თამაშისას ჩანს, სადაც ცხვარი ძაღლების მოძრაობებს ზედმიწევნით იმეორებს.

ვიდეოს ავტორი ჰყვება, რომ დაობლებული ცხვრის აღმზრდელი ოთხი ძაღლი – დაისი, ფლაი, ჯესი და მეგანი არიან.

„ცხვარი ფიქრობს, რომ ის ძაღლებს შორის ასაკით უფროსია, ცხვრის აზრით დაისი – მისი დედაა! ცხვარს ძაღლთან ერთ საერთო კალათში სძინავს და ადრეული ასაკიდან ყველგან მასთან ერთად დადის“, – აღნიშნავს ვიდეოს ავტორი.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=0y2ZxgJNlWs[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები