“ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი და ისე გარდაიცვალა, ვერ ვნახეთ” – თიკა მახალდიანი დედაზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში მომღერალმა თიკა მახალდიანმა გარდაცვლილი დედა გაიხსენა. მისი თქმით, დედას შვილიშვილი კორონავირუსის გამო დიდი ხნის მანძილზე ნანახი არ ჰყავდა და ენატრებოდა. ისე გარდაიცვალა, რომ მისი ნახვა ვერ მოახერხა.

„ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ კარანტინის დროს ვერ მივდიოდით ერთმანეთთან, ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი და ისე გარდაიცვალა, რომ ვერ ვნახეთ. ყოველდღე ვესაუბრებით, დღეში რამდენჯერმე, კამერით”, – განაცხადა თიკა მახალდიანმა.

19 აპრილს ვაჟა–ფშაველას გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბრმა ტყვიამ 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები