ცნობილი ქალბატონები და მათი ავტომობილები

მდიდარი და სახელოვანი ქალბატონები თავისთვის სრულიად განსხვავებულ ავტომობილებს ირჩევენ.

იმ ქალბატონების სიაში, რომლებიც რეტროს სტილის დიდ და ლამაზ ავტომობილებს აღმერთებენ, საპატიო პირველ ადგილზე უდავოთ შეიძლება დავაყენოთ ლეგენდარული ფრანგი ედიტ პიაფი.

uapudrvssohcxfh_3qqyiuaqtek edith piaf-1

ის ჭკუას კარგავდა საკუთარი უზარმაზარი Packard carribean-ისთვის, რომელიც 1965 წელს გამოუშვეს. ამ რკინის ბედაურის სიგრძე 5 მეტრს და 55 სანტიმეტრს შეადგენდა.

გრეტა გარბოს კი 7 ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი Rolls Royce Phantom ერჩივნა. Rolls Royce იმდენად მაღალი იყო, რომ ჩვეულებრივ პოსტამენტად შეიძლებოდა მიჩნევა. გიგანტური ავტომობილის ბორტების სიმაღლე 160 სანტიმეტრს შეადგენდა.

მარლენ დიტრიხი საკუთარ ავტომობილს „ჩემ ღრუბელს“ უწოდებდა. მას 1934 წელს გამოშვებული, უზარმაზარი Auburn 851 Speedster ეკუთვნოდა. გერმანელ მსახიობს ის ძალიან უყვარდა.

marlene dietrich-1

მარლენ დიტრიხი

სოფი ლორენმა, თავის დროზე, კატეგორიულად განაცხადა, რომ საკუთარ Mercedes Benz 300 SL Gullwing-ს, რომელიც 1955 წელს არის გამოშვებული, არაფერში გაცვლიდა. იტალიელმა მსახიობმა 1956 წელს რომში, Rally del Cinema-ში, სპეციალურად მსახიობებისთვის მოწყობილ რბოლაშიც კი იასპარეზა “თოლიის ფრთებით“.

sophia-loren-mercedes-benz-gullwing sophia-loren-gullwing-mercedes sophia-loren-leaning-against-a-mercedes-benz-300sl-gullwing sophia-loren-mercedes-300sl-gullwing-leaning

სოფი ლორენის თანამემამულემ, არანაკლებ პოპულარულმა ჯინა ლოლობრიჯიდამ, რომელიც Ferrari-ს მოდელების მიმართ გულგრილი არ არის, იტალიური წარმოშობის არგენტინელ დიზაინერს, ორაციო პაგანის უარი ვერ უთხრა და მისი მორიგი ქმნილების, Pagani Zonda Revolucion-ის ფონზე კონსტრუქტორთან ერთად ფოტოსესიებში მონაწილეობდა. 2013 წელს Mille Miglia-ც („1000 მილი“) კი გაიარეს ერთად.

gina-lollobrigida-horacio-pagani-pagani-zonda-1

თანამედროვე ვარსკვლავებიდან ვიქტორია ბექჰემს მოსწონს ავტომობილები Rolls Royce Phantom, Range Rover და Cadillac Escalade. ამ მანქანების მფლობელად ვიქტორია თავის მეუღლესთან, დევიდ ბექჰემთან ერთად ითვლება. მუსიკოსისა და ფეხბურთელის ყველა ავტომობილი ძალიან ძვირადღირებულია – მხოლოდ საბაზო კომპლექტაცია 43 395 დოლარი ღირს.

ვიქტორია ბექჰემის გარდა Range Rover ჯესიკა სიმპსონს, ჯენიფერ ლოპესს, ოლივია უაილდს ურჩევნია.

Evening Reveal as Land Rover launch the Range Rover Evoque Special Edition with Victoria Beckham at the Central Academy of Fine Arts on April 22, 2012 in Beijing, China. Pic Shows: Victoria Beckham Pic Credit: Dave Benett

მსახიობი, მომღერალი და უბრალოდ ჭირვეული ადამიანი პერის ჰილტონი ერთადერთი ქალბატონია ვარსკვლავებს შორის, რომელმაც იაპონური ავტომობილი შეიძინა, თუმცა არც იტალიურზე ამბობს უარს. ის წითელი ფერის Ferrari California-ს მართავს. ეს ავტომობილი აღჭურვილია 8-ცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალას შეადგენს. ამ მანქანის გარდა პერისის გარაჟში Lexus LFA იმყოფება. ავტომობილი, რომლის აღჭურვილობაში შედის 4.8-ლიტრიანი, 552-ცხენისძალიანი V10 ძრავა. მისი დახმარებით ავტომობილს შეუძლია 3.7 წამში 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ამ სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ჭირვეული ვარსკვლავი მართავს Bentley Continental GT-ს, რომელიც სულაც Rolls Royce Ghost-ისა და GMC Yukon-ის ჰიბრიდს წარმოადგენს.

Paris Hilton and Her New Pink Bentley Photo by Gilbert Flores ***EXCLUSIVE*** West Coast Customs Presents Paris Hilton with Custom Pink Bentley at the West Coast Customs December 17, 2008 - Corona, California CelebrityPhoto.com P.O. Box 1560 Beverly Hills, CA 90213-1560 TEL 310 786-7700 FAX 310 777-5455

პამელა ანდერსონი უკვე დიდი ხანია თეთრი ფერის Range Rover-ით გადაადგილდება.

გვენ სტეფანი ასეთი მიკერძოებული არ არის და ცოტა ხნის წინ საკუთარი Maserati Porsche Panamera-თი შეცვალა. ეს ავტომობილი 75 200 დოლარი ღირს. მანქანა 300 ცხენისძალის სიმძლავრის ძრავით არის აღჭურვილი.

gwen-stefani-porsche-panamera-2

ჯესიკა ალბას არც ისე უყვარს ავტომობილის მართვა, მაგრამ მის მფლობელობაში არის Audi Q7 TDI, BMW M3 და GMC Yukon.

ბრიტნი სპირსს უგზოობის ავტომობილები ურჩევნია. მომღერალი Cadillac Escalade-ს, Mercedes G-Class-ს და Mercedes SLK-ს მართავს. Mercedes G-Class ურჩევნია არა მარტო ბრიტნის, არამედ ჰილარი დაფს, მეგან ფოქსს, თუმცა ის ცოტა ხნის წინ Ferrari-ს სახე იყო, ეშლი თისდეილს და ემა რობერთსს.

britney-spears-mercedes-g-class-2

სელმა ჰაიეკი და ჰოლი ბერი სამყაროს ეკოლოგიაზე ზრუნავენ და სწორედ ამიტომაც ურჩევნიათ Lexus RX. უფრო მეტიც, ეს მოდელი ვარსკვლავების გადმოსახედიდან, ძალზე იაფი ღირს, დაახლოებით 39 000 დოლარი.

ლედი გაგა არ აპირებს საკუთარი Rolls Royce Corniche III-ის შეცვლას, რომელიც მას უკვე დიდი ხანია ჰყავს. ანჯელინა ჯოლის კი დიდი ოჯახის გადასაყვანად, უზარმაზარი უგზოობის ავტომობილი ჭირდება. ის Chevrolet Tahoe-ს და Ford Explorer-ს ანიჭებს უპირატესობას.

წყარო:http://www.autobild.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები