“ცნობილი ექიმი იყო და თავისივე საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა” – ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

სოციალურ ქსელ Facebook–ის მომხმარებელი ლელა ქართველი მისი მეგობრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იზიარებს ამერიკელ ექიმზე, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა:

“არ შეიძლება ეს საფრთხე სერიოზულად არ მიიღო, აი რას წერს ჩვენი მეგობარი ლიკა გიორგაძე:

“ცრა წლის წინ როდესაც ამერიკაში ჩამოვედი პირველად ეს არაჩვეულებრივი ექიმი მაიკლ ჯულიანო გავიცანი. ცხრა წლის მანძილზე ისე შეგვაყვარა თავი და მასაც ისე შევუყვარდით, მითხრა ქართველები რა კარგი ხალხი ყოფილხართ ზაფხულში აუცილებლად ვეწვევი საქართველოსო. ცნობილი ექიმი იყო, ნიუ- ჯერსის შტატში შაბათს კორონა ვირუსით გარდაიცვალა თავისივე საავადმყოფოში კაცი, რომელიც სხვების სიცოცხლეზე ზრუნავდა და ბევრი ადამიანი ჰყავს განკურნებული. თავად იმსხვერპლა ამ საშინელმა ჭირმა რომელსაც კორონა ჰქვია.
ძალიან დამწყდა გული ღმერთმა სამარადისო ნათელი დაუმკვიდროს მის სულს”.

კომენტარები

სხვა სიახლეები