ჩიფსები და “სუხარიკები” სიმსივნეს იწვევს – აუცილებლად წააკითხეთ ეს ინფორმაცია შვილებს!

იმაზე, რომ ჩიფსები თავიდან ბოლომდე მავნე პროდუქტია და არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ადამიანისთვის, პირიქით – ძალიანაც საზიანო რამ არის, უკვე შევთანხმდით და ამ თემაზე არც არავინ კამათობს. თუმცა არანაკლები საფრთხე აქვს ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივ გამხმარ არომატულ და სხვადასხვა გემოს მქონე “სუხარიკებსა” და “კუბეტებს”, რომლებსაც ასე ხშირად ჭამენ მოზარდები. შეიძლება, მშობელი თავად არ ყოდულობდეს, მაგრამ ვისაც კი სკოლის ან სხვა ისეთი დაწესებულების გვერდით გაგივლიათ, სადაც სასკოლოს ასაკის ბავშვები იკრიბებიან ხოლმე, არ არსებობს, არ შეგემჩნიათ, რომ ყოველ მეორეს ხელში ჩიფსები ან სუხარები უჭირავს და გემრიელად ახრამუნებს. ალბათ, მშობლები ფულს ატანენ იმისთვის, რომ მშივრები არ იყვნენ, თუმცა ისინი შიმშილს სწორედ ასე იკმაყოფილებენ. ამიტომ ჯობს, ამგვარი ინფორმაციები არა მხოლოდ მშობელმა წაიკითხოს, ის ბავშვსაც წააკითხოს და დაარწმუნოს, რამდენად მავნებელია მსგავსი საკვები და რომ ამას ჯობს, სახლიდან თუნდაც ერთი ვაშლი წაიღოს და იმით დაიცხროს შიმშილი, ვიდრე ყოველდღიურად მიიღოს მსგავსი მავნებლობა.
რა არის ეს “სუხარები”
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გამხმარი პურია, რომელიც ისეც იყიდება და დიეტის დროსაც მიირთმევენ. თუმცა ის სახეობები, რომლებიც ასე მისაზიდად არის შეფუთული ჭრელა-ჭრულა პაკეტებში, ასევე თვალის მისაპყრობად არის ზედ დატანილი მწვადებისა თუ ლორის ფოტოები, ბლომად არის გაჯერებული არომატიზატორებით, კონსერვანტებით, გამაფხვირებელით. სხვათა შორის, “სუხარიკების” ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი რუსეთია, თუმცა იმავე რუსეთში 2007 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ აკრძალა სუხარებისა და ჩიფსების გაყიდვა სასკოლო კაფეებსა და სასადილოებში. მედიკოსებმა კი ერთხმად აღიარეს, რომ ამ პროდუქტის მომრავლებასთან ერთად იმატა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა.
გარდა ამისა, შვედმა მეცნიერებმა ამ სუხარიკებისა და ჩიფსების შემდაგნელობაში საშიში კანცეროგენები აღმოაჩინეს. მაგალითად, ნივთიერება აკრილამიდი. ეს თეთრი ან გამჭვირვალე კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც წყალში იხსნება. ცნობილია, რომ ის აზიანებს ნერვულ სისტემას და ონკოლოგების მონაცემებით, გენეტიკური მუტაციებისა და მუცლის ღრუში სხვადასხვა სიმსივნის მიზეზი ხდება. აკრილამიდი ნახშირწყლებით მდიდარი საკვების გაცხელების შედეგად ჩნდება.
თვით შეწვაშიც რომ არ იყოს პრობლემა, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ზეთს, რომელშიც წვავენ ამ პროდუქტებს, 2, 6, 15-ჯერ იყენებენ. რა ხდება ამ დროს? რამდენჯერ წვავენ ზეთში ჩიფსებს? ერტსა და იმავე ზეთში რამდენჯერ წვავენ ფასტფუდს? რამდენი იქნება ამ პროდუქტებში აკრილამიდი?
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 1 კილოგრამ შემწვარ ხრაშუნა კარტოფილში (ჩიფსებში), საშიში ნივთიერებას რაოდენობა 2000 მიკროგრამს აღწევს. ეს 40-ჯერ მეტია, ვიდრე 1 კილოგრამ შემწვარ ხორცში.
ამიტომ გვირჩევენ ხოლმე ექიმები, რომ ხორცი მოვხარშოთ, ბოსტნეული კი ორთქლზე მოვამზადოთ. ასე პროდუქტები გაცილებით მეტ ვიტამინებს ინარჩუნებს და არც საშიში ნაერთები იქმნება.
მეცნიერები ამბიობენ, რომ სწრაფი საკვები (ფასტფუდი) შეუძლებელია, არ მოგწონდეს. მას ისე ეჩვევი, როგორც ალკოჰოლს ან სიგარეტს. მოქმედების პრინციპიც ისეთივეა, როგორც კოკაინზე ან ჰეროინზე დამოკიდებულებისას. ადამიანის თავის ტვინში ქიმიური პროცესების ცვლილება ხდება. სხვათა შორის, ფასტფუდები როცა იწყებდნენ მოღვაწეობას, იმ პერიოდში თურმე კაფეების მფლობელები სპეციალურად უხდიდნენ ფულს ახალგაზრდებს, რომლებიც იქ თეთრ ხალათებში შემოსილები შედიოდნენ და მიირთმევდნენ. სურდათ, ასე ხალხს ჰგონებოდა, თითქოს ექიმებიც მიირთმევდნენ ამ საკვებს და ე.ი., უსაფრთხო იყო.

გარდა ამისა, ფასტფუდი წონის მატებას უწყობს ხელს. არღვევს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს. ასევე მავნებელია ცხიმები, რომლებიც უმრავლესობა ფასტფუდში შედის.
ასე რომ, ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ამგვარ “გამოგონილ” საკვებზე უარი ვთქვათ და ბავშვებიც მივაჩვიოთ, რომ ყოველდღე მაინც ნუ შეჭამენ და თუ მაინცდამაინც მიუწევთ გული მსგავსი საკვებისადმი, თვეში ერთხელ ჭამონ მხოლოდ.  ან კიდევ შინ მოუმზადეთ და გაცილებით უსაფრთხო იქნება.

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები