“ჩიკა” სკანდალში გაეხვა – “ჩემი ცოლის დაქალებში” მონაწილე მსახიობი “მტკვარზე” უფასოდ შესვლას ცდილობდა

“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი, ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე სკანდალში გაეხვა.
მსახიობი კლუბში “მტკვარზე” უფასოდ შესვლას ცდილობდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კლუბის მეპატრონე – ქეთა გაბუნია წერს.
“ჩიკა მართლა ჩიკა აღმოჩნდა”. როგორც კლუბის მეპატრონე კომენტარებში წერს, ჩიკას როლის შემსრულებელი, თავის მეგობრებთან ერთად, სასმლით ხელში, კლუბში უფასოდ შესვლას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა, მას ბილეთი შეაძენინეს, თუმცა შიგნით შესულმა მსახიობმა არანაკლები ამბები დაატრიალა.
“რატომ გადაწყვიტა ვინმე ანი ჩირაძემ, რომ კლუბში უფასოდ შემოვიდეს, ხელში სასმელით და თან მასთან ერთად მყოფი ტიპებიც უფასოდ უნდა შევუშვათ?” -კითხულობს ბარის მეპატრონე.
გაბუნიას თქმით, გვიან გაიგო ეს ამბავი, თორემ საერთოდ არ შეუშვებდა ანა ჩირაძეს “მტკვარზე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები