“ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ მაშინ ვფხიზლდებით, როცა რეალობა სახეში გვირტყამს” – ნიკოლოზ რაჭველი

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ  ტრაგედიას  ეხმაურება.
“უკიდურესად განვიცდი მომხდარს… განვიცდი ოჯახების უკიდურეს ტრაგედიას, დაღუპულთა ტკივილს და მათი თვალით დანახულ უკანასკნელ რეალობას, მკვლელის თუ მკვლელების (ამ დროს მკვლელის პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ნაწილდება გარშემო მყოფებზეც) სისასტიკეს და ამ სისასტიკის წარმომშობ მიზეზებს, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება გაცნობიერებლად და გაუცნობიერებლად ვუქმნით პირობებს, განვიცდი დამნაშავეების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლების ტრაგედიასაც, რადგან დანაშაულს მხოლოდ დამნაშავე არ ჩადის… და განვიცდი, რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ მაშინ ვფხიზლდებით (ისიც დროებით და ზედაპირულად) როცა რეალობა სახეში გვირტყამს უმოწყალოდ მოქნეულ მტევანს… ღმერთმა დაიფაროს ყველა, სულ ყველა…”, – წერს რაჭველი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები