ჩერნოვეცკის ფონდი მაღაზია OVS–თან ერთად საქველმოქმედო აქციას იწყებს

ჩერნოვეცკის ფონდი და იტალიური ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის OVS–ის წარმომადგენლობა საქართველოში მნიშვნელოვან საქველმოქმედო აქციას იწყებს.
„თბილისში მდებარე OVS-ის 3 მაღაზიაში 1 კვირით დაიდგმება ჩვენი ფონდის საქველმოქმედო ყუთები, რათა თითოეულ მომხმარებელს შეეძლოს გაიღოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მეორადი ტანსაცმელი, რომელიც მათ თავად არ სჭირდებათ, ხოლო უამრავ შეჭირვებულ ადამიანს ძალიან გაახარებს.
თითოეული მომხმარებელი, რომელიც გაიღებს მოწყალებას მიიღებს 15% –იან ფასდაკლებას OVS– ის სრულ კოლექციაზე. საქველმოქმედო აქცია გაგრძელდება ერთ კვირა 23 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით“,- აცხადებენ ჩერნოვეცკის ფონდში.
მაღაზია OVS–ის მისამართებია: ქავთარაძის N1; პეკინის N10; ისთ-ფოინთის სავაჭრო ცენტრში.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები