ჩაის პაკეტების გამოყენების 6 უჩვეულო მეთოდი. ეს გენიალურია!

როგორც წესი, გამოყენებულ ჩაის პაკეტებს მაშინვე, დაუფიქრებლად ნაგვის ურნაში ვისვრით, არადა, სულ ტყუილად. მათი გამოყენება კიდევ შეგვიძლია და თანაც, უჩვეულო მეთოდებით.
ჩაის პაკეტების გამოყენების 6 უჩვეულო მეთოდი. ეს გენიალურია!

1. ხორცის დასამარინადებლად
არასწორად მომზადებული ხორცი მაგარი და უხეში გამოდის. იმისათვის, რომ ხორცი რბილი და წვნიანი გამოვიდეს, საკმარისია დავამარინადოთ ის და ამისთვის ჩაის პაკეტები გამოვიყენოთ. ასე კერძი ბევრად პიკანტური და ძალიან გემრიელი გამოვა.

2. თვალებიდან სიწითლის მოშორება

გამოუძინებლებს დილით შეგვიმჩნევია შეშუპებული და ჩაწითლებული თვალები. ამ პრობლემას უცებ მოგიგვარებთ ჩაის პაკეტები, რომლებიც უნდა დაასველოთ გაყინულ წყალში და დაიდოთ თვალებზე, როგორც კომპრესი.

3. ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების განეიტრალება

რა თქმა უნდა, ყველაფერს სჯობს, ჯანმრთელი ცხოვრების წესს მივყვეთ, მაგრამ ხანდახან არსებობს ისეთი შემთხვევები, რომ უბრალოდ, ვერ აიცილებ თავიდან დალევას. სწორედ ასეთ დროს შეგიძლიათ გაანეიტრალოთ ალკოჰოლისგან მიყენებული ზიანი და თავიდან აიცილოთ ალკოჰოლური მოწამვლა, თუკი სასმელს ჩაითი გააზავებთ (1/1-ზე პროპორციებით). ჩადეთ უკვე გამოყენებული ჩაის პაკეტი წყალში რამდენიმე წუთით, შემდეგ ამოიღეთ და დაუმატეთ მას იგივე რაოდენობის ალკოჰოლი. შედეგად სასმელს ნაკლები კალორია და შაქარი ექნება, ხოლო გემო უფრო მკვეთრი და არომატული.

4. უნივერსალური საწმენდი საშუალება

ბევრმა არ

იცის, რომ ჩაი სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება ჭუჭყსა და ჩამჯდარ ცხიმს სარკის, ლამინატის, ლინოლეუმის, პარკეტის და ხის ზედაპირზე. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, კარგად გაამშრალოდ შემდეგ ეს ზედაპირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა უკვე ჩაის ლაქები დაეტყობა მას.

5. პირის ღრუს პრობლემებისთვის

თუკი პირის ღრუში პატარ-პატარა ჭრილობები ან გამონაყარი გაქვთ, ამ ყველაფერს უცებ მოირჩენთ ჩაის პაკეტების მეშვეობით. ჩაალბეთ ჩაის გამოყენებული პაკეტი წყალში და მოიქციეთ ის კბილებს შორის ისე, რომ ჩაი მტკივნეულ ადგილებზე მოხვდეს. ეს დაგიამებთ ტკივილს და დააჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

6. სასუქი მცენარეებისთვის

გამოყენებული ჩაის პაკეტები შესანიშნავი სასუქია ოთახის მცენარეებისთვის. გახიეთ პაკეტი, გადმოყარეთ იქიდან ჩაი და შეურიეთ მიწას.

 

წყარო: www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები