“შუა თამაშში მიმატოვა” – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი ,,გოგიჩას”

ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე ,,გოგიჩას” გარდაცვალება საზოგადოებისთვის ემოციური აღმოჩნდა.

უამრავი ადამიანი გამოთქვამს მწუხარებას ,,გოგიჩას” გარდაცვალების გამო და მის ოჯახს უსამძიმრებს.

,,გოგიჩას” მეუღლემ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძე კი მეუღლეს სოცქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა

,,…მაინც მატირა… ყველა გვატირა… 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით. მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. როგორ შეიძლებოდა, მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა იმიტომ, რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა… როგორ არ შეიძლებოდა, ჩემს ლექსიკაში ყოფილიყო სიტყვა ”მეზიზღება”. 30 წელს ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა ისე, რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა. ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს რომ არ გავბუტულვართ, შუა თამაშში მიმატოვა… რატომ ???? რა საშინელი სიცივეა, იცი, გიო, მიყვარხარ… ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენგანი გაათბო! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის  სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში … მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე… მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო, რაა… მიყვარხარ“, – წერს ნათია ბანძელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები