ნინი ქარსელაძის მამა გარდაიცვალა

​მომღერალ ნინი ქარსელაძის მამა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირის – გია ქარსელაძის ძმა, თეკუჩა (თეიმურაზ) ქარსელაძე გარდაიცვალა. მას, როგორც ცნობილია, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მამამისი კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით იწვა, იგი მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული და არ უმუშავებდა არცერთი ფილტვი.

“მამა!!!! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები!!!! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!!! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი, რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ!

ძალიან დიდი მადლობა ევექსი • EVEX-ის მთელს გუნდს, თითოეულ ექიმს, ექთანსა და მომსახურე პერსონალს!”, – წერდა ქარსელაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები