შოთა რუსთაველის “სელფი” თამარის კორონაციიდან (ფოტო)

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “როცა შენი საყვარელი ადამიანი მეფე ხდება…” – ამგვარი აღწერა აქვს ფოტოს, რომელმაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც სოცქსელის მომხმარებლები წერენ დაუშვებელია ყველა საკითხის აბუჩად აგდება.„ხელოვნებას ვაფასებ, მაგრამ იმ ადამიანებზე ხუმრობა, ვინც საქართველო დღემდე მოგვიტანა და ვისი თავგანწირვის გამოც დღეს ვარსებობთ, მე პირადად არ მიმაჩნია სწორად.“
„რუსთაველზე ღადაობა ცოტა უხერხულია, ჯიგრებო. თან პლუს წმინდა თამარ მეფე“.
„ვის გაუგია ასეთი ღადაობა. არც გისწავლიათ, არც გწამთ“.
„ნახატი ლამაზია, მაგრამ წარწერა ბავშვის ნაბოდვარს ჰგავს“.
„მაგრად აცდი რეალობას“
“ჩვენი გმირი მეფეები ამის ღირსები არიან? ამისთვის ღვრიდნენ სისხლს და ამისთვის მოგვიტანეს დღემდე სამშობლო რომ თაობების შემდეგ იღრიჭინოთ? მათი ცხოვრების წაკითხვისას ჟრუანტელი დაგივლის ადამიანს და სიამაყით აღივსები,რეებს ბედავთ თქვენ?ყველა ქართველმა დისლაიქი უნდა დაუწეროს ასეთ გვერდებს და გააუქმოს გამოწერა“,- წერენ სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები