“მე ის გაგიჟებული დედა ვარ, შვილები რომ მეწყერმა წაიღო, ცოცხლები გადარჩნენ” – რას წერს სტიქიას გადარჩენილების დედა

მოქალაქე ზეინაბ გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში მისი შვილების გადარჩენაზე წერს და მაშველებს მადლობას უხდის.

“მე ის გაგიჟებული დედა ვარ, შვილები რომ მეწყერმა წაიღო, ცოცხლები გადარჩნენ, მადლობა ბიჭებს, რაჭის ვაჟკაცებს, მაშველებს, ყველას, ვინც ისინი გადამირჩინა, უფალმა დაგლოცოთ ყველა”, – წერს ზეინაბ გრიგალაშვილი.

ცნობისთვის, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების გადარჩენა სტიქიის პირველ დღეს შეძლეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები