შინაური ცხოველების ფეკალურ მასას ინსპექტორი მის მეპატრონეს მოასუფთავებინებს

თბილისში მოქალაქეების მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტებს ქვეითი ინსპექტორი გააკონტროლებს. სკვერების და ქუჩების ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით დაბინძურების გამო მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდება. პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას.
როგორც “სითი კვირას” შპს “თბილსერვისში” განუმარტეს, მოქალაქეებს გარემოს დაბინძურების ფაქტებზე ქვეითი ინსპექტორი გააკონტროლებს და დააჯარიმებს, ხოლო ამ შტატის დაშვება დედაქალაქში 2017 წლიდან იგეგმება.
ქვეითი ინსპექტორის პროექტზე შპს “თბილსერვის ჯგუფი” უკვე მუშაობს. იგეგმება 20 კაციანი ჯგუფის დაკომპლექტება, რისთვისაც ახალ კადრებს შეარჩევენ. თბილისის თითოეულ რაიონში ორი ქვეითი ინსპექტორი იმოძრავებს. ისინი ფეხით შემოივლიან რაიონს და გააკონტროლებენ, ხოლო გარემოს დამბინძურებელს დააჯარიმებენ.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები დაჯარიმდებიან ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, “თბილსერვისი ჯგუფის” თანამშრომელი უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ქვითარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი.
როგორც ცნობილია, 2015 წლის 15 იანვრიდან გარემოს დანაგვიანება დასჯადი გახდა.

14813701_1344273795597760_496580678_n

კომენტარები

სხვა სიახლეები