შეხვდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი მას, ვისაც უკვე გადატანილი აქვს? – ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ ფორმაზე გადაცემაში “360 გრადუსი” საუბრობს. მან ისაუბრა იმაზე, რომ აღნიშნული ფორმა შესაძლოა, შემსუბუქების ფორმად უფრო იქცეს, ვიდრე – დამძიმების:

„მეცნიერების გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება, ეს ფორმა ინფექციის უფრო შემსუბუქების ფორმადაც კი გადაიქცეს, არა – დამძიმების. ისტორიული მაგალითები ყოფილა, რომ სახეცვლილი ვირუსები უფრო შემწყნარებლები ხდებიან, რათა გადარჩნენ. ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, ჯერჯერობით,  იმ ქვეყნებში არ ფიქსირდება, სადაც ეს ვირუსი უკვე გარცელებულია. ამიტომ, ძალიან საპანიკო მდგომარეობა არა გვაქვს, თუმცა, საზოგადობრივი ჯანდაცვისთვის ეს შესაძლოა, გამოცდა იყოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები