“შეუძლებელია, ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, საიმედო გამოსავალი –ვაქცინაციაა” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა, რომ ისტორიაში არსებული არცერთი ეპიდემია ვაქცინის გარეშე არ დასრულებულა.

მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა.

“მსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია – ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი ვაქცინაციაა.

როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასობრივად მოხდეს. პირველ ყოვლისა, რისკჯგუფები აიცრებიან.

ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ, პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები