შესვენებაზე 1-საათიანი ძილისთვის სპეციალური ოთახები შექმნეს

გადაღლილ ლონდონელებს შესვენებების დროს დასვენების და განტვირთვის ახალი მეთოდი შესთავაზეს.
დასაძინებელი ოთახების, სადაც მათ შეუძლიათ ერთი საათით გამოიძინონ, სერვისის ფასი15 ფუნტი სტერლინგია. ოთახებში ფსიქიკის დასამშვიდებლად ლავანდის არომატი ტრიალებს და მუქი კედლებია, დასვენების მსურველთათვის არის საძილე ნიღბები და ყურის საცობები.
დასაძინებელი ოთახების ერთ-ერთი დამფუძნებელი მაურისიო ვილამიზარი ამბობს, რომ ეს იდეა ლონდონელებსა და მათ მძიმე სამუშაო კვირაზე დაკვირვებამ წარმოშვა.
„ვხედავთ, რომ ისინი მუდამ ძალიან დაღლილები არიან და შესვენება ყავის ან ჩაის დალევით არანაირ შედეგს არ იძლევა. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ პრივატული სივრცე, სადაც ისინი რეალურად დაისვენებენ”, – აღნიშნა ვილამიზარიმ
საძინებელი ოთახების მეპატრონეები კვირაში 30-35 მომხმარებელს იღებენ, მათ შორის ბევრია ფრილანსერი და ისინი, ვინც ეკონომიკის სფეროში მუშაობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები