შემაძრწუნებელი კადრები – 4 წლის ბავშვი მამაკაცმა აგრესიული პიდბულისგან იხსნა (ვიდეო)

შემთხვევა ბრაზილიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა თუ როგორ იხსნა ახალგაზრდა მამაკაცმა 4 წლის ბავშვი აგრესიული პიდბულისგან.

კადრში ჩანს თუ როგორ კბენს ძაღლი ბავშვს კიდურებზე, 20 წლის პატრიკმა მისი გადარჩენა შეძლო და იქვე მდგარი ავტომობილის სახურავზე დასვა, მას შემდეგ რაც ძაღლი ვერ მოიცილა, თავადაც სახურავზე აძვრა. ორივე მათგანს იმდენად სერიოზული დაზიანებები ჰქონდათ, რომ ღრმა ჭრილობების გაკერვა გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ბიჭუნა ძიძასთან ერთად იმყოფებოდა იმ მომენტში, როცა ძაღლი გამოჩნდა, ძიძა წაიქცა და ბავშვი დაუვარდა, იგი ისე გაუჩინარდა ტერიტორიიდან, რომ ბავშვისა და პატრიკის დახმარება არც უცდია. უფრო მეტიც, ძირს დავარდნილი ტელეფონიც არ დავიწყებია.

კომენტარები

სხვა სიახლეები