„ემოციებისგან მიჭირს აზრის დალაგება, ვერ ვწერ ბედნიერებისგან“ – პატარა ანიტაზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში განაგრძობს მკურნალობას. პატარას ბებია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

„ემოციებისგან მიჭირს აზრის დალაგება. ექიმი გვეუბნება ვიწყებთ მკურნალობით, არის ალბათობა, რომ ჩვენს მკურნალობას დაემორჩილოსო. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, ვსვავთ აპარატსო. კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი დაზოგოს ბავშვი გულის გადანერგვის ოპერაციისგან. არ თქვას არავინ, რომ ამდენი ლოცვის დამსახურება არ არის ეს საოცრება. სიტყვები არ მაქვს, ვერ ვაზროვნებ, ვერ ვწერ ბედნიერებისგან. მადლობა ყველას“, – წერს ანიტა ფაცაციას ბებია.

კომენტარები

სხვა სიახლეები