“შევაჩერეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში” – გამყრელიძე კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფართომასშტაბიანი გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის და ქვეყანა დაავადების მართვის სტადიაზეა გადასული:

„ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ აქამდე შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში. ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და, მეორე მხრივ, თანდათან გახსნილი ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს. ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება მეორე ტალღა, იქნება მესამე, იქნება მეოთხე, ამაზე მსჯელობენ მეცნიერები. არის იმისი დინამიკა, რომ ვირუსი თითქოს მცირდება, არა მარტო ჩვენთან, გლობალურადაც. შესაძლებელია, ეს შემცირება ზაფხულშიც გაგრძელდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები