„შეგიპყრეს, ცილი დაგწამეს“ – ემოციური ლექსები არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას

მესხ ქალმა გშობა, გაგზარდა,
ბაღდოშვილია გვარადა,
შენი გმირობის ამბავი –
მთელ მსოფლიოში გავარდა!
მაღლა, ღმერთებთან ამაღლდი!
შენ არჩილ ტატუნაშვილო!
ძირს დაუხრელი დროშა ხარ,
ამაყად ცაში გაშლილო:
სტუმრად მისული, ოსებმა…
შეგიპყრეს, ცილი დაგწამეს,
ვით მაცხოვარი ჯვარცმული,
ძელს გაკრეს, ისე გაწამეს !
ხან ფეხი გირტყეს… მათრახიც,
ცოფმორეულმა მოგვებმა!
თუმცა, ვერ დაგაცდენინეს,
კვნესა, ოხვრა თუ გოდება :
დღეს შენი სული ნათელი!
ცაში ავიდა გაბრწყინდა !!!
შენს სახელს მუდამ მოუხმობს
ზარზმის ზარი და მთაწმინდა !
. . .
სამშობლოს მტრებმა, კიდევ ერთი გმირი მოგვიკლეს,
მამულიშვილი, მეომარი შეუპოვარი.
და დაივიწყეს! (ფიქრობენ რომ ომი მოგვიგეს?!)
ეს მიწა-წყალი, საქართველოს გული რომ არის!
ძმობა უარყვეს და უჯიშო რუსი მოიმხრეს,
ყველა ზღვარს გასცდა უტიფრობა გაუგონარი.
ჩვენო ქვეყანავ! მაშინ ჩვენი თავი მოგიკვდეს,
თუ შევარჩინეთ, სივერაგე, მათ აქ მომხდარი.
თუ არ ავიღეთ ძმების სისხლი და აქ რომ გვიწევს!
ამ გმირის მკვლელი, პირველ რიგში თუ ვერ მოვკალით!
/არაგველი ორი 22.03.2018/

კომენტარები

სხვა სიახლეები