შამანი, რომელიც პუტინის განსადევნად ფეხით მიემართებოდა, დააკავეს – რა ბედი ეწევა “სამყაროს მხსნელს”

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში, პუტინის განსადევნად, ფეხით მიდიოდა, დააკავეს. შამანი ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის დასაძინებლად ემზადებოდა.

გაბიშევი 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „განდევნას“ აპირებს. ის მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი “ბნელი ძალების პირმშოა” და მხოლოდ შამანს შეუძლია, მას გაუმკლავდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაბიშევი იაკუტიის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარდა. პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში, მას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები