შამანი მოსკოვში პუტინის განსადევნად ფეხით მიდის (ვიდეო)

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „განდევნას“ აპირებს. ის მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი “ბნელი ძალების პირმშოა” და მხოლოდ შამანს შეუძლია, მას გაუმკლავდეს. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” რუსული გამოცემა წერს.
“იაკუტსკიდან ვარ, 51 წლის. უმაღლესი განათლება მაქვს – სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სპეციალობით არასდროს მიმუშავია. შემდუღებელი და მეეზოვე ვიყავი. იაკუტსკიდან მარტში წამოვედი. მაშინ ზამთარი იყო ჩვენთან. ხალხი მეხმარება, ამიტომაც გზა უნდა გავაგრძელო. ჩემთვის პუტინის წასვლა გამარჯვების ტოლფასი იქნება. მთავარი ეშმაკი უნდა მოვაშორო ქვეყანას, შემდეგ უკვე ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში და თავად გადაწყვიტოს, ვინ იქნება სახელმწიფოს სათავეში და ვინ არა“, – ამბობს შამანი.
მოსახლეობის ნაწილი მას რუსეთის ქალაქებში დადებითად ხვდება, ისინი სურათებსაც იღებენ იაკუტელ შამანთან ერთად.

კომენტარები

სხვა სიახლეები