შამანების რჩევები მათ, ვისაც იღბალი და ბედნიერება სურს

1. თუ ერთხელაც ქუჩაში დაგდებულ ბუმბულს შეამჩნევთ, გვერდი არ აუაროთ. შესაძლოა, რომ ეს უმნიშვნელო დეტალი თქვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი თილისმა გახდეს. აიღეთ ბუმბული, მოათავსეთ თვალსაჩინო ადგილზე ან ჩაიდეთ საფულეში. მუდამ თან გქონდეთ და არაფრის ფასად არ გააჩუქოთ. ქუჩაში ნაპოვნი ბუმბული შამანებისთვის საუკეთესო თილისმაა.

2. მდინარეზე მოგროვებულ ქვებსა და კენჭებს განსაკუთრებული ენერგია აქვთ. შამანებისთვის ისინი სიცოცხლესთან, ბრძოლის უნართან და სირთულის დაძლევასთან ასოცირდებიან. შამანებს სჯერათ, რომ მდინარის კენჭებს ადამიანისთვის განაკუთრებული წარმატება მოაქვთ.

3. ყოველთვის დაეხმარეთ გარშემომყოფებს, როგორც შეგიძლიათ ისე. თქვენ მიერ გაცემული დადებითი ენერგია ათმაგად დაგიბრუნდებათ. თუ გსურთ, იყოთ ბედნიერი და იღბლიანიც, არასდროს დაიშუროთ სხვისი დახმარება.

4. გახსოვდეთ, მცირე და დიდი პრობლემაც ფორმალობაა. რთულია გვერდი ავუაროთ პრობლემებს და ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ შამანებს სჯერათ, რომ თუ ადამიანი მარტივად აღიქვამს პრობლემას, მისი გადაჭრა გაცილებით მარტივი გახდება. მიჰყევით შამანების რჩევა -დარიგებებს და გაიმარტივეთ ცხოვრება.

5. ოცნების ახდენა და სასურველი მიზნის განხორციელება ხშირად სირთულეეებს უკავშირდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თქვენს ოცნებამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. თქვენ კი ყველაფერს ართულებთ.

6. ყველა ადამიანის უმთავრესი პრინციპი ის უნდა იყოს, რომ სხვა ადამიანებს არასდროს ავნოს. დაიხსომეთ და გამუდმებით უმეორეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ არასდროს, არაფრის სანაცვლოდ არ მიაყენებთ სხვა ადამიანებს ზიანს.

7. სიყვარული ყველას არ შეუძლია, მაგრამ ეს უდიდესი გრძნობაა, რომელიც აუცილებლად უნდა განიცადოთ. გიყვარდეთ ყველა, მტერიც და მოყვასიც. მოყვასის სიყვარული რთული არ არის, რთული ისაა, რომ მტრები შევიყვაროთ. შამანებს სჯერათ, რომ მაშინ არის ადამიანი ძლიერი, თუ საკუთარ მტერს ისე შეიყვარებს, როგორც მოყვარეს.

8. ზოგჯერ მარტოობა ყველაზე სასიამოვნო განცდაა. მართალია მარტოობა ადამიანებისთვის ნეგატიურ განცდებთან ასოცირდება, მაგრამ შამანებს სჯერათ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. მარტოობა სასარგებლოც არის და ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. ზოგჯერ მარტოობა იმაზე სასარგებლოა, ვიდრე საზოგადოების ცენტრში ყოფნა. თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერება აქაც დასაცავია. დარჩით საკუთარ თავთან მარტო, მაგრამ ხანგრძლივი დროით ნუ განმარტოვდებით.

9. ნუ გაიხდით წარსულს იდეალად და ნუ ჩათვლით, რომ თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გასულ დროს ჩაბარდა. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად მშვენიერია ეს ცხოვრება. იზრუნეთ ახლანდელზე, რადგანაც ოდესმე ის წარსული გახდება.

10. სამყაროს შეცვლა საკუთარი თავის შეცვლით დაიწყეთ. გახსოვდეთ ის, რომ სამყაროს შეცვლა მხოლოდ წარმოსახვა და ფუჭი იმედებია. მთავარი ის არის, რომ სამყაროსთან მორგება შეძლოთ. შამანები ფიქრობენ, რომ ეს არის ნიჭი, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ და გაცილებით უფრო ბედნიერს გაგხდით.

ნინი ჯაფარიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები