შალვა ოგბაიძე – სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, ხშირად ამჩნევენ, მაგრამ სწრაფად „გარბის“

საკრებულოს დეპუტატი შალვა აოგბაიძე ლარის კურსთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს.
„სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ლარის კურსი! ასაკით 20-21 წლის, 2 და 80 სიმაღლის, სუსტი აღნაგობის. აცვია ქართველი მეფეების და სახელოვანი წინაპრების პორტრეტებით მოხატული სამოსი, ხშირად ამჩნევენ ვალუტის გადაცვლის ჯიხურებთან, მაგრამ მიახლოებისთანავე სწრაფად “გარბის”. თუ შეამჩნევთ დაკარგულ ლარის კურსს- სასწრაფოდ შეატყობინეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე“, – წერს ოგბაიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები