ბრაზილიაში თევზის კანით დამწვრობას მკურნალობენ (ფოტოკოლაჟი)

ბრაზილიაში ერთ-ერთ ქალს ექიმებმა დამწვრობა თევზის კანით უმკურნალეს. მარია ინიეს კანდიდო და სილვამ ძლიერი დამწვრობა მიიღო, როდესაც მის მახლობლად გაზის ბალონი აფეთქდა. მან ხელის, ფეხის, სახის და კისრის დამწვრობა მიიღო.ექიმებმა მას რადიკალურად ახალი მეთოდი – თევზის კანით დამწვრობის მკურნალობა შესთავაზეს. ქალი იხსენებს, რომ ტკივილი იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ ის ყველაფერზე თანახმა იყო. ექიმებმა მკურნალობისთვის თევზი ტილაპიის კანი გამოიყენეს, რომლიც ადგილობრივ წყალსატევებში ძალზე გავრცელებულია, თერაპიის კურსი ჩატარება თევზის კანის სპეციალური დამუშავება ხდება, რათა ორგანიზმში საშიში ბაქტერიები არ მოხვდეს. ექიმები ამბობენ, რომ შედეგი ფანტასტიური იყი და ახლა ეს მეთოდი სხვა შემთხვევებზეც იქნება გავრცელებული.
თევზის კანი სპეციალურ მაცივრებში შეიძლება ორი წლის განმავლობაში ინახებოდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები