ყოფილი ქმრის მიერ ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტს მსახიობი ნანუკა გულუა ეხმაურება

“რა უნდა გავაკეთოთ, რამდენი ხელმოწერა შევაგროვოთ, სად დავდგეთ, ვისთან ვიყვიროთ, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ყველას, ვინც ქალზე აწევს ხელს, დაემუქრება, დაიმონებს! გთხოვთ, “ცოტა მომითაქუნა, რა უჭირს კაცოს” თქმა არ გაბედოთ, პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია. ჩაუსხედით პატრულს მანქანაში და არ გადმოხვიდეთ, სანამ არ გამოკეტავთ ციხეში! ცალკე ციხე აუშენეთ სამარცხვინო, მოძალადე კაცებს, “სამარადისო სავანე” დააწერეთ და ეყარონ იქ!!!! ” – წერს ნანუკა გულუა. შეგახსენებთ, რომ ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში, ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღი საკუთარმა მეუღლემ შვიდჯერ დაარტყა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

სხვა სიახლეები