კონორ მაკგრეგორი სპორტიდან მიდის

ირლანდია, და არა მხოლოდ ის, მოულოდნელი სიახლით არის შოკირებული – თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული მებრძოლი, კონორ მაგგრეგორი სპორტს თავს ანებებს. მან კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ორ წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, დღეს, მსოფლიოს „პენსიაზე გასვლის“ შესახებ ამცნო.
„ეი, ბიჭებო, ანონსი დაიჭირეთ. დღეს გადავწყვიტე, წავიდე სპორტიდან, რომელიც ММА-ს სახელით არის ცნობილი. ყველა ჩემს ყოფილ კოლეგას ვუსურვებ წარმატებას. ახლა ჩემს ყოფილ პარტნიორებს შევუერთდები, რომლებმაც სპორტი დატოვეს. ჩემს სახელზე „პინია კოლადა“ მიირთვით.“ რა გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. მართალია, მან, გასული წლის ოქტომბერში, ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა წააგო, მაგრამ ახლა არავინ იცის, რატომ დაასრულა კარიერა კონორმა. მან კარიერის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ იგემა დამარცხება. 2010 წლიდან 2016 წლამდე, არავისთვის დაუთმია გამარჯვება და, ამ პერიოდში, ММА-ს ყველაზე სახელოვან მებრძოლად იქცა.

კომენტარები

სხვა სიახლეები