ყველაფერი ქალის ჰორმონების შესახებ – ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია, ყველა ქალმა იცოდეს!

ორგანიზმში ჰორმონების ჰარმონია უნდა დავიცვათ, რადგან მცირე ცვლილებასაც კი შეიძლება გართულებები მოჰყვეს. ჰორმონების ჰარმონიულობა კი კარგი განწყობის, მიმზიდველობის, ჯანმრთელობისა და ძლიერი ნერვული სისტემის საწინდარია.
ესტროგენი
ამ ყველაზე ქალურობის ჰორმონს საკვერცხეები გამოიმუშავებს. იგი არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს. გარდა ამისა, იგი აჩქარებს უჯრედების განახლებას. სილამაზესა და ახალგაზრდობას უნარჩუნებს თმასა და კანს. იცავს სადინარებს ქოლესტერინის დაგროვებისგან.
ზედმეტი
შეიძლება გასუქება გამოიწვიოს მუცლისა და თეძოების მიდამოებში. აგრეთვე, _ კეთილთვისებიანი სიმსიმვნეების წარმოშობა.
უკმარისობა
იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. ჩნდება ნაოჭები. ირღვევა თმის სტრუქტურა. ზოგ შემთხვევაში შეიძლება თმის ზრდა გამოიწვიოს სახეზე, მკერდზე, ხელებზე…

ტესტოსტერონი

გამომუშავდება საკვერცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვალში. ეს არის ქალი მამაკაცური ამბიციებითა და სიძლიერით. ტესტოსტერონი ქალს მიზანსწრაფულს ხდის. რაც უფრო მეტია ქალის ორგანიზმში ეს ჰორმონი, მით წარმატებულია იგი სპორტში.
ზედმეტი
ჰაეროვანი და ნარნარი ქალიც კი შეიძლება აგრესიულ და ძლიერ ალქაჯად გადაიქცეს.

ოქსიტოცინი

ეს ჰორმონი ქალურობასა და მიმზიდველობაზეა პასუხისმგებელი. იგი განსაკუთებით შვილის გაჩენის შემდეგ ძლიერდება.
ზედმეტი
სურვილი გიჩნდებათ კეთილი საქმეები გააკეთოთ გარშემო მყოფებისთვის. ქმარი გემრიელი სადილებითა და მზრუნველობით გაანებივოთ. მოეფეროთ ბავშვებს. გამოიმუშავება სტრესის დროს, ემოციური და ფიზიკური აქტივობისას.

თიროქსინი

გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი. თუ ეს ჰორმონი ნორმაში გაქვთ, გასუქება არ გემუქრებათ. გარდა ამისა, იგი გონებრივ შესაძლებლობაზეც აგებს პასუხს.
ზედმეტი
მისი გადამეტებული გამომუშავება წონაში კლებას იწვევს. ამასთანავე, ტვინი ივსება შიშისმომგვრელი ფიქრებით. გულისცემა ძლიერდება, ქალს უძილობა აწუხებს. ქვეითდება მეხსიერება. თუ ეს სიმპტომები საკუთარ თავში აღმოაჩინეთ, აღარ დააყოვნოთ, სასწრაფოდ გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი.
უკმარისობა
იწვევს ისეთ უსიამოვნო შედეგებს როგორებიცაა: წონის მატება, დაღლილობა, მოთენთილობა, დაბნეულობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უშვილობას.

ნორადრენალინი

გამომუშავდება სტრესულ სიტუაციებში თირკმლიზედა ჯირკვალში. სწორედ მისი წყალობით ფართოვდება სისხლძარღვები, ლოყები გვივარდისფრდება, თვალები გვიბრწყინავს. კანი კი ელასტიკური გვიხდება. ნორადრენალინის წყალობით ქალი ნებისმიერ პრობლემას მარივად აგვარებს, თვალისმომჭერელად გამოიყურება და ჯანმრთელი ძილი აქვს.

ინსულინი

სისხლში კუჭქვეშა ჯირკვლიდან ხვდება. აკონტროლებს გლუკოზის დონეს სისხლში, გვაძლევს სასიცოცხლო ენერგიას.
უკმარისობა
დაბადებისას ზოგიერთი ქალის ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ინსულინს არ გამოიმუშავებს. ზოგიერთი კი სიტკბოსა და ცომეულის ზედმეტი სიყვარულით იქვეითებენ მის გამომუშავებას. დიაბეტით დაავადების შანსი გიორმაგდებათ, თუ თქვენი რომელიმე ახლო ნათესავი დიაბეტიკია.

ქალებო, გახსოვდეთ, თქვენ მომხიბლავი და განუმეორებელი ხართ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჰორმონებს და იყავით ჯანმრთელი!

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები