ყველაფერი ეს ხდება დედამიწაზე მხოლოდ ერთ დღეში

ბევრს ალბათ წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენი უჩვეულო და სასწაული რამ ხდება ამ მოკლე 24 საათში. ბევრს ვერც კი ვამჩნევთ, ზოგიერთი არსებისთვის კი ეს დრო მთელი ცხოვრებაა. ალბათ ეს პოსტი შესანიშნავი მიზეზი იქნება, დავაფასოთ ყოველი დღე და ყოველი წუთი.
• ახალი დღე ჩვენს პლანეტას ახალ 365 ათას ახალ სიცოცხლეს აჩუქებს.

• დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი აღნიშნავს თავის დაბადების დღეს.

• ერთ დღეში დედამიწას 8,6 მილიონჯერ ეცემა მეხი.

• ერთ დღეში ერთი ხე გამოყოფს იმდენ ჟანგბადს, რომ ის პლანეტის 2 მაცხოვრებლისთვის იქნება საკმარისი.

• წარმოებაში ჩაეშვება 142 ათასი ახალი ავტომობილი. და თუკი მათ ერთი მეორეს მიყოლებით დავაყენებთ, ისინი დაიკავებენ, მაგალითად, ბერლიდან შტუდგარდამდე მთელ გზას. დაახლოებით 512 კილომეტრს.

• ჩინელები ერთ დღეში 510 ათას ტონა ბრინჯის მოსავალს იღებენ.

• ქათმები მთელ მსოფლიოში 190 მილიონ კვერცხს დადებენ.

• პლანეტის მთელი მაცხოვრებლები 22 მილიარდჯერ ჩაუშვებენ ტუალეტში წყალს. ამ რაოდენობის წყლით აბაზანას მიიღებდა კაცობრიობის ნახევარი.

• ქაღალდის პაკეტების დასამზადებლად 40 ათას, ხოლო ტუალეტის ქაღალდისთვის – 27 ათას ხეს მოჭრიან.

• ყოველი ჩვენგანი გაიცინებს საშუალოდ 15-ჯერ.

• ერთ დღეში ადამიანის გული 104 ათას დარტყმას გააკეთებს.

• ადამიანი გააკეთებს 23 ათას ამოსუნთქვას.

• ერთ დღეში, მხოლოდ ლონდონში დაიბადება 93 ათასი ვირთხა.

• ეკოლოგიური კატასტროფის გამო ერთ დღეში განადგურდება 150-200 სახეობის მცენარე, მწერი, ჩიტი და ქვეწარმავალი.

• ყოველი ჩვენგანი საშუალოდ 8 ათას ნაბიჯს გადადგამს.

• ათას მწერს შეჭამს ღამურა.

• დედამიწაზე 7 მიწისძვრა მოხდება.

• ადამიანი საშუალოდ 12 წუთს გაატარებს შხაპის ქვეშ.

• ჩვენს ორგანიზმში მოკვდება და აღდგება 50 ტრილიონი უჯრედი.

• ადამიანი საშუალოდ 20 წუთს ტუალეტში გაატარებს.

• ადამიანის თმა 0,35 მილიმეტრით გაიზრდება. ამასთან ერთ დღეში ადამიანს საშუალოდ 40-დან 100 ღერ თმამდე დასცვივა.

• ყოველი ჩვენგანი დაახლოებით 48 ათას სიტყვას წარმოთქვამს.

• 15 მილიონი სიგარეტი გაიყიდება მთელ პლანეტაზე.

• ღამის პეპელა კი მთელ თავის ცხოვრებას მხოლოდ 24 საათში გალევს.

წყარო: www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები