ყველაზე ჭუჭყიან ადამიანს 38 წელია არ უბანავია – რა აღთქმა დადო სინგჰმა (ფოტოკოლაჟი)

კაილაშ სინგჰი 1974 წლიდან დაუბანელი დადის. ეს გადაწყვეტილება მან ცოლის მოყვანის შემდეგ მალევე მიიღო. კაილაშს იმედი აქვს, რომ ასეთი რიტუალის შემდეგ მას ვაჟი გაუჩნდება. ის ამტკიცებს, რომ იყო მამაოსთან, რომელმაც უთხრა, რომ თუ არ დაიბანს და არც თმას შეიჭრის, ვაჟი გაუჩნდება.1345565580_4

დღეს ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი 1,82 მეტრის სიგრძის დრედებს ატარებს. იმის მიუხედავად, რომ კაილაშ სინგჰს 7 გოგო ჰყავს, ის მაინც იმედს არ კარგავს და ამბობს, რომ სანამ ვაჟი არ გაუჩნდება, არ იბანავებს. დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, 66 წლის კაცს და 60 წლის ქალს ამ ასაკში ვაჟი შეეძინოთ, მაგრამ სინგჰმა დაიფიცა, რომ დაიბანს მხოლოდ სხვა ცხოვრებაში, ისიც მხოლოდ სახეს და ხელებზე წყალს გადაივლებს. სინგჰი ქალაქ ვარანისში ცხოვრობს, სადაც ტემპერატურა 47 გრადუსამდე ადის. ის მწყემსია და კაილაშ სინგჰის მოსვლას გარშემომყოფები 5 წუთით ადრე გრძნობენ. კაილაშის მეუღლე კალავატი დევი იხსენებს, რომ მას დიდი დრო დასჭირდა ამ სუნთან შესაჩვევად. ის ამბობს, რომ ოჯახში ბევრი რამ სცადა, რომ კაილაშ სინგჰს დაერღვია ფიცი, იმითაც დაემუქრა, რომ აღარ დაწვებოდა მასთან ერთად. ერთხელ ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, კაილაშ სინგჰი მდინარეში ჩაეგდოთ, მაგრამ ის გაიქცა და თქვა, რომ ამას სიკვდილი ურჩევნია. სინგჰის ქალიშვილს კი უკვირს, როგორ შეუძლია მამას ამ სიცხეში არ იბანავოს, როცა მე დღეში ორჯერ ვიბან. კაილაშ სინგჰმა განაცხადა, რომ ის საკუთარ ჰიგიენაზე ზრუნავს. ის ყოველ ღამე იწმინდება ცეცხლით: მამაკაცი მარიხუანას ეწევა, ლოცულობს ღმერთ შივასთვის და ცეცხლის გარშემო ცეკვავს. სინგჰი დარწმუნებულია, რომ ამით არასასიამოვნო სუნს კლავს, მაგრამ მეზობლები და ოჯახის წევრები მას არ ეთანხმებიან.

1345565591_1 1345565607_3

კომენტარები

სხვა სიახლეები