ყველაზე უყურადღებო მძარცველმა დანაშაულის ადგილას საბანკო ბარათი დატოვა

ყველაზე უიღბლო მძარცველი, რომელიც ყოველი ქურდობისას დანაშაულის ადგილას ხან საკუთარ საფულეს და ხანაც ტელეფონს კარგავდა, ისევ დაიჭირეს. ამჯერად მარკ დოობა საკუთარი საბანკო ბარათის მეშვეობით დაიჭირეს, რომელიც მან მაღაზიაში დაკარგა.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ყოველ ქურდობას დამნაშავე წინასწარ გეგმავდა. მარკმა მაღაზიაში გამყიდველს თაბმაქო სთხოვა, რომლის ღირებულება 100 ევროს აღწევდა, ამოიღო ბარათი, რომლითაც უნდა გადაეხადა, შემდეგ მოკიდა თამბაქოს ხელი და გაიქცა საბანკო ბარათი კი სალაროზე დარჩა.
ჯერ კიდევ 2010 წელს მან ზუსტად უიღბლობით გაითქვა სახელი. კერძოდ კი DVD-ფლეერის ქურდობისას მან დანაშაულის ადგილას მობილური ტელეფონი დაკარგა, შემდეგ კი შემოწირულობის ყუთის მოპარვისას მან თავისი საფულე საკთარი ფოტოთი მაგიდაზე დატოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები