ყველაზე სანდო და უსაფრთხო ავტომანქანების რეიტინგი გამოქვეყნდა

ამერიკული ჟურნალის Consumer Reports -ის ექსპერტებმა მსოფლიოს ყველაზე სანდო ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. კვლევის ფარგლებში 500 000-მდე მძღოლი გამოიკითხა.
როგორც კვლევის შედეგებიდან გახდა ცნობილი, აზიური კომპანიებიდან მძღოლები ყველაზე მეტად ენდობიან იაპონურ Lexus-ს, Toyota-ს, Mazda-ს, Subaru-ს და სამხრეთ კორეულ Kia-ს. ევროპულ ბაზარზე კი უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდი მოწონებით სარგებლობს Audi, BMW, Mini Cooper (ბრენდ BMW-ს შვილობილი კომპანია), Porsche და Volkswagen. ამერიკულ რეგიონში ავტომობილების მფლობელებმა გამოარჩიეს – Ford, Buick, Lincoln, Dodge და Jeep.
ამას გარდა, ექსპერტებმა შეადგინეს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების რეიტინგიც. ასეთები აღოჩნდნენ Lexus GX, Toyota Prius C, Mazda MX-5 Miata და Subaru Crosstrek.

კომენტარები

სხვა სიახლეები