ღმერთის დაცინვის ცნობილი ფაქტები და შედეგები

ჯონ ლენონი: საკუთარი წარმატების პიკზე (1966 წელს) ამერიკული ჟურნალისადმი მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „ქრისტიანობა მალე დასრულდება; ის უბრალოდ გაქრება. ამაზე კამათიც კი არ მსურს. მე დარწმუნებული ვარ ამაში. იესო იყო OK, მაგრამ მისი იდეები ძალზე მარტივი იყო. დღეს ჩვენ უფრო ცნობილები ვართ, ვიდრე ის!“ მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ „ბითლზი“ უფრო ცნობილი იყო, ვიდრე იესო ქრისტე, ის ტრაგიკულად დაიღუპა. ერთმა ფსიქოპატმა მას ექვსჯერ  დამიზნებით ესროლა. აღსანიშნავია, მკვლელმა ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ ჯონ ლენონისთვის ჩამოერთმია პოპულარობა და სახელი გაეთქვა თვითონ, როგორც ცნობილი მომღერლის მკვლელს.

მერლინ მონრო: მისი შოუს პრეზენტაციას დაესწრო ევანგელისტი ბილი გრეიმი. მან უთხრა მსახიობს, რომ ღმერთის სულმა გამომგზავნა შენთან საქადაგებლადო. მერილინ მონრომ მოუსმინა მქადაგებელს და უპასუხა: „მე არ მჭირდება შენი იესო!“ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მერლინ მონრო მკვდარი იპოვეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

ბრაზილიელი პოლიტიკოსი ტანკრედო დი ამეიდო ნევესი: მან საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების კომპანიის დროს საქვეყნოდ განაცხადა: „თუ მე 500 000 ხმას მივიღებ საკუთარი პარტიიდან, მაშინ თვით ღმერთიც კი ვერ ჩამომაშორებს პრეზიდენტობასო!“ რა თქმა უნდა, მან მოაგროვა ეს ხმები, მაგრამ მოულოდნელად ავად გახდა და პრეზიდენტად გახდომამდე ერთი დღით ადრე მოულოდნელად გარდაიცვალა.

ბრაზილიელი კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი: მან რიო-დე-ჟანეიროში გამართული კონცერტის დროს მოსწია სიგარეტი, ხმაურით გამოუშვა ბოლი ჰაერში და დამცინავად წარმოთქვა: „ღმერთო, ეს შენ!“ ის მალევე, 32 წლის ასაკში შიდსით გარდაიცვალა.

ტიტანიკის შემქმნელი ინჟინერი: მან სამუშაოების დასრულების შემდეგ რეპორტიორების შეკითხვაზე, რაოდენ უსაფრთხო იქნებოდა მის ჯადოსნურ გემზე მგზავრობა, ირონიით უპასუხა: „ახლა ღმერთსაც კი არ შეუძლია მისი ჩაძირვა!“ ალბათ, ყველამ იცის, რა ბედი ეწია „ჩაუძირავ“ ტიტანიკს.

2005 წელს ბრაზილიის ქალაქ კამპინასში: მთვრალი მეგობრების ჯგუფმა გადაწყვიტა, გასართობად წაეყვანათ კიდევ ერთი მეგობარი გოგონა, რომელსაც სახლში გაუარეს. ამ გოგონას დედამ დიდი მღელვარებით მიაცილა შვილი მანქანამდე და თრთოლვით უთხრა: „ჩემო გოგო, ღმერთი იყოს შენთან და მისმა მადლმა დაგიფაროს!“ ამაზე შვილმა თავხედურად უპასუხა: „ჩვენს მანქანაში მისთვის ადგილი უკვე აღარ არის, მაგრამ მას შეუძლია, შეძვრეს საბარგულში და ისე წამოგვყვეს…“ რამდენიმე საათის შემდეგ დედას შეატყობინეს, რომ მანქანა საშინელ ავტოკატასტროფაში მოხვდა და ყველა დაიღუპა! თვით ავტომობილი ისე დაზიანდა, რომ მისი ამოცნობაც კი ჭირდა. პოლიციამ განაცხადა, იმისდა მიუხედავად, რომ ავტომანქანა თითქმის სრულად არის განადგურებული, ისე, რომ მარკის ამოცნობაც კი შეუძლებელია, საბარგული სრულიად უვნებელი დარჩაო. ეს ყოველგვარ საღ აზრს ეწინააღმდეგებოდა. როგორი იყო საყოველთაო გაოცება, როცა საბარგული იოლად გახსნეს და მასში აღმოაჩინეს კვერცხების ერთი შეკვრა, რომელთაგან არცერთი არც გატეხილი და არც გაბზარული არ იყო.

წყარო:http://mpress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები