ღამურის ბედი – ლამაზმანი, რომელიც მამაკაცად დაიბადა

წარმოშობით სერბი ანდრეი პეჟიჩი იუგოსლავიაში დაიბადა. 8 წლის ასაკიდან კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა. როგორც ის აღნიშნავს, სწორედ ამ ასაკში მოუწია საკუთარ თავთან საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა, იმ მისწრაფებების დათრგუნვა, რაც მასში ქალური საწყისის მანიშნებელი უფრო იყო, ვიდრე მამაკაცურის.
ანდრეი პეჟიჩი დიზაინერ ჟან პოლ გოტიეს არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ ქალის 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე გახდა. მისი გარეგნობა უკვე დიდი ხანია, მას შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა სამოსის ჩვენებაში.
მოდელი ხშირად აღნიშნავს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი და გზის გამკვლევი მისთვის ჟან პოლ გოტიეს ჩვენება აღმოჩნდა, რომელიც პარიზში ჩატარდა.
„მან მე ქალის სამოსის ჩვენებაზე გამომიყვანა. არადა, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ჩემმა გამოსვლამ. ბევრს მოვეწონე, უმრავლესობა აღშფოთდა და განაცხადა, რომ ჩემი სხეული ქალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. თუმცა, ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა – მე დავამტკიცე, რომ ქალურობა არ მაკლია.“
მოდელის ეპატაჟური იმიჯი დიდ დაინტერესებას იწვევს საზოგადოებაში. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაა, მოდის სამყაროში „ღამურა“, ანუ ბიჭი, რომელიც ჰგავს ქალს და ორმაგი ცხოვრების, ან სულაც პოდიუმის ცხოვრებით ცხოვრობს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები