ქუთაისში მეექვსე მცდელობის შემდეგ დაკიდებული დროშა ქარმა წაიღო

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ აღმართული დროშა დაზიანდა. დღეს, დილით მოქალაქეებს დროშა აღარ დახვდათ.

რამდენიმე მეტრი სიგრძის დროშა ქარმა ჩამოგლიჯა. ქუთაისის მერია დროშის დაკიდებას ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე ცდილობდა.

45 მეტრი სიმაღლის დგარის აღსამართად ტენდერი ექვსჯერ გამოცხადდა. მეექვსე მცდელობაზე სამუშაოები შპს “ნიუ იბერიამ” შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 50 000 ლარი დაიხარჯა.

წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

სხვა სიახლეები