ქოხი და პატარების აუტანელი ყოფა – რა ხდება მტკვრის პირას, სადაც 4 ბავშვია

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში თბილისში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მოსახლოებას მათ დასახმარელად გაერთიანებას სთხოვს.
„ყურადღებით წაიკითხეთ რა!!! თბილისის გასასვლელში, მტკვრის არხის პირას, ორ ასეთ შენობაში ორი ოჯახი ცხოვრობს. ქალები არიან და 4 ბავშვი – 9 წლის, 4 წლის, 2 წლის და პატარა 40 დღის არის. სასწრაფოდ სჭირდებათ საჭმელი და შეშა, თორემ როგორ გაძლებენ არ ვიცი. არ აქვთ ტანსაცმელი, დენი, არცერთნაირი საოჯახო ნივთი. ფული რაც შეგროვდება, სულ საჭმელს ვუყიდი, თორემ საშინელება ხდება. ხვალ, 14 თებერვალს, საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე, “ქარვასლას“ წინ ავტოსასგომზე შევუგროვებთ ყველაფერს. ბიჭი 9 წლისაა და სკოლაში ვერ დადის, არც ტანსაცმელი აქვს და არც ფეხსაცმელი. 40 დღის ბავშვისათვის საჭმელი და ტანსაცმელი განსაკუთრებით გვჭირდება. არ დაგეზაროთ მოსვლა რა. მისამართზე მომწერეთ ინბოქსში და აგიხსნით როგორ მიხვიდეთ, თორემ ცოტა რთული მისაგნებია და ცუდი გზაა.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე – ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”. უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“,- წერს აკა სინჯიკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები