ქორწილი, რომელიც 17 თვე იგეგმებოდა პატარძლის დაგვიანების გამო ჩაიშალა

ქორწილი, რომელიც 12 ათასი ფუნტი სტერლინგი დაჯდა და 17 თვე იგეგმებოდა მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ პატარძალს ქორწილის დღეს ჩაეძინა.
40 წლის ნიკოლა ტოუჰი და 38 წლის დარენ ფერნი ქორწილს 17 თვის განმავლობაში გეგმავდნენ. ნიკოლას თქმით მას დილით მაღვიძარას მომართვა დაავიწყდა.
” მხოლოდ მაღვიძარას ბრალიც არ იყო, ქორწილის დღეს ვიზაჟისტმაც დაიგვიანა და რაც ყველაზე მთავარია, ჩემს ქალიშვილს ტაქსიში საქორწილო კაბა დარჩა, ამის გამო ბევრი ვიტირე რის გამოც მაკიაჟის ხელახლა გაკეთება დამჭირდა”,- ამბობს პატარძალი.
ამ ყველაფრის პარალელურად კი ეკლესიაში საკურთხეველთან მისი საქმრო იცდიდა, თუმცა როცა პატარძალი ტაძარში მივიდა ის იქ აღარ დახვდა. როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ დარენს შეურიგდა, თუმცა მათ შორის იმდენად დიდი იმედგაცრუება იყო, რომ მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

კომენტარები

სხვა სიახლეები