ქმარი ცოლს აუქციონზე ყიდის

ბრიტანელი მამაკაცი ცოლს აუქციონზე ყიდის. განცახდება მან ონლაინაუქციონის საიტ Ebay.com-ზე დადო.
როგორც ჩანს, ქალის ფასმა უკვე 65 ათას გირვანქა სტერლინს მიაღწია. განცხადებაში საიმონ ოკეინს ჩამოთვლილი აქვს ცოლის ღირსებები და ნაკლოვანებები. ისე აღწერს, როგორც ჩვეულებრივ აღწერენ ძველ ავტომანქანას: “დამაკმაყოფილებელი გარეგნობა აქვს, საღებავი ძარაზე კარგად არის შენარჩუნებული”.
ღირსებებს შორის უწერია, რომ მისი ცოლი კარგი მზარეულია. ნაკლოვანებებში უწერია: “ხშირად გამოსცემს ხმას, რომელსაც ვერ მოხსნი, სანამ დამატებით აქსესუარებს არ იყიდი… კიდევ, ხანდახან მისი მომზადებული საკვების მიღების შემდეგ შეიძლება საავადმყოფოში მოხვდე”.
საერთო ჯამში, “არ არის ცუდი მოდელი და შეიძლება, ზოგიერთ იღბლიანს კარგადაც გამოადგეს”. იმასაც ამატებს, რომ “საქონელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება”.
ამ თანხით ბრიტანელი მამაკაცი მისი საოცნებო მანქანის იაგუარის ყიდვას აპირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები