„ქვეყნდება პირველად! საქართველოსთვის ახალი ერა იწყება. თავში მე ვდგავარ – უზარმაზარი, უდიდესი ძალა“ – ლელა კაკულია

“ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება – ქვეყნდება პირველად. 2022 წლის 5 ოქტომბერი“ – ამის შესახებ წინასწარმეტყველი ოფიციალურად წერს და მიმართვას ავრცელებს:

“ქართველებო, რაც უნდა მოხდეს, იცოდეთ, ჩემს საქართველოს ყველაფერი გვერდს აუვლის — არავითარი წინაღობები, არავითარი დარღვევები პოლიტიკაში! მოხდება ცვლილებები და ვხედავ, ჩემი ქვეყანა ძლიერია, ძლიერი!!!

ვხედავ ჩემს სიამაყეს, ქართულ ჯარს – ძლიერსა და მრავალრიცხოვანს. ეს ის ჯარია, რომელიც მე ძალიან მიყვარს.

ვხედავ უკრაინულ შენაერთებს, რომლებიც შედიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. და ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის. საქართველო
მეგობრების დახმარებით იბრუნებს ვითომ ოკუპირებულ მიწებს, რომლებიც კოსმოსს არასდროს უცნია დაკარგულად. ოკუპირებული თავად რუსეთია დღეს, საქართველო კი თავისუფალია.

ისევ ვხედავ, ოსებსა და აფსუებს ძალიან გაუჭირდებათ და ომს გამოუცხადებენ რუსეთის პრეზიდენტს. აი, ნახავთ!!! და კვლავ ვიმეორებ: ოსებსა და აფსუებს სრული განადგურებისგან ისევ საქართველო იხსნის.

ვხედავ, სომხეთის პოლიტიკა ჰაერშია გამოკიდული და მათაც საქართველო მიეხმარება მომავალში — ისე, როგორც ეს ყოველთვის იყო ისტორიულად. დიახ, ქართველები გადაარჩენენ სომხებს, რომლებსაც ფაქტობრივად არ ჰყავთ მეზობლები საქართველოს გარდა. აზერბაიჯანი ისევ ურტყამს სომხეთს, ერდოღანი კი — ეს იგივე აზერბაიჯანია. ვხედავ, ერდოღანი და ფაშინიანი ბულდოგებივით არიან მომართულები – მზად არიან, ყელში სწვდნენ ერთმანეთს. მათ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. თურქეთის პრეზიდენტი სომხეთს სწირავს, საქართველოს კი — არა.

დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ, მთავრობის წარმომადგენლისას. ფრთხილად!!! ამ საქმეს ვერავინ მიჩქმალავს. ჩემო საყვარელო ქართველებო, ვიტყვი მხოლოდ ერთს: ჩვენ ყოველთვის გადავრჩებით — გა-და-ვრჩე-ბით!!! ვხედავ, საქართველოსთვის ახალი ერა იწყება. თავში მე ვდგავარ – უზარმაზარი, უდიდესი ძალა. აბა, ვნახოთ, როგორ მოგვერევით.

ვერავინაც ვერ მოგვერევით, არავის არაფერი არ გამოგივათ! საქართველოს ყველა მტერი უკვე ფაქტობრივად დამარცხებული ხართ! ამინ!!!“ – წერს ლელა კაკულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები