ქეით მიდლტონის უმი საკვების დიეტა

ქეით მიდლტონი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ბრიტანეთის პრინცის მეუღლის ახლანდელ გრაციოზულობასა და თმისა და კანის გაუმჯობესებულ სტრუქტურაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.

ბოლოდროინდელი გამოკითხვით, ქეითმა მოხდენილობით ქეით მოსსაც კი აჯობა. პირველად პრესა ქეითის სხეულზე ქორწინებისას ალაპარაკდა, როცა პატარძალი 55 კილოს იწონიდა და ბრიტანული საზომით, 8 ზომის კაბა ეცვა. ამბობდნენ, რომ წონის დასაკლებად მან დუკანის დიეტას მიმართა. თუმცა, თავად საიდუმლოს არ ამხელდა და ამბობდა, რომ ფიტნესცენტრში იოგის ილეთებს ეუფლება.

პირველი მშობიარობიდან 5 თვეში ჰერცოგინიამ ჩვეული წონა მალევე დაიბრუნა. ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წონაში დაიკლო, რადგან ბავშვს დამხმარეს გარეშე უვლიდა და საოჯახო საქმეებსაც დამოუკიდებლად აკეთებდა. თანაც, პატარა ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ ქეითმა წონაში რამდენიმე თვეში – სამოსის ბრიტანულ 6 ზომამდე დაიკლო. ახლა კი გამჟღავნდა ქეითის მოხდენილობის მიზეზი. როგორც გაირკვა, ჰერცოგინია უმი საკვების დიეტაზეა. კვირაში ერთ დღეს მიდლტონი უმი ბოსტნეულის კერძებით იკვებება.

როგორც ცნობილია, უმი საკვები მოხარშულზე და, მით უმეტეს, შემწვარზე მილიონჯერ სასარგებლოა. ორგანიზმი ახალგაზრდავდება და ლამაზდება. თუმცა, უმი საკვების მიღება კვირაში მხოლოდ ერთხელაა ნებადართული.
ჰერცოგონიასთვის კერძები არისტოკრატიულად მზადდება: მაგალითად, სევიჩე – წვრილად და გრძლად დაჭრილი და სანელებლებში დამარინადებული თევზის ფილე.
გასპაჩო: დაქუცმაცებული პომიდორი და ბოსტნეული, შეზავებული ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით.
ტაბულე: მთელი ღამე წყალში გაღვივებულ ბურგურს ემატება დაჭრილი მწვანილი და სალათის ფურცელი, სუფრაზე მიტანის წინ ემატება სანელებლები, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მიდლტონმა უარი თქვა ძროხის რძეზე და მხოლოდ ნუშის რძეს მიირთმევს. მისი ყოველდღიური რაციონი გამდიდრებულია ხილითა და ბოსტნეულით. განსაკუთრებულად უყვარს ნესვი. მიირთმევს მცირე ულუფას და ხშირ-ხშირად.

უმი კერძების დიეტა ქეითმა მხოლოდ წონის შესანარჩუნებლად არ დაიწყო. მას სურს, ახალგაზრდობა დიდი ხნით შეინარჩუნოს. უმი ბოსტნეული და ხილი კი ვიტამინებით აღავსებს ორგანიზმს, აუმჯობესებს იმუნიტეტს და ნივთიერებათა ცვლას, რაც ჯანმრთელობის, სილამაზისა და ახალგაზრდობის საწინდარია.

წყარო:marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები