ქეთი თოფურიამ საბავშვო ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა და ახალი კოლექცია ქალიშვილს მიუძღვნა (ფოტო, ვიდეო)

ჯგუფ „ა-სტუდიოს“ სოლისტმა, მომღერალმა ქეთი თოფურიამ საბავშვო ტანსაცმლის ახალი ხაზი გამოუშვა. ცნობილია, რომ ტყავის ქურთუკების კოლექცია ლიმიტირებულია და მომღერლის ქალიშვილს, ოლივიას ეძღვნება. ტანისამოსის საკუთარი ბრენდი KETIone ქეთამ ერთი წლის წინ შექმნა. შემოდგომაზე კი ახალბედა დიზაინერმა პირველი კოლექცია მოდის კვირეულზე მოსკოვში წარადგინა.
როდესაც მომღერალი დედა გახდა, მან ტანსაცმლის გამოშვება არა მარტო მოზრდილთათვის, არამედ ბავშვებისთვისაც გადაწყვიტა. ქეთის ქალიშვილმა ოლივიამ დედის მიერ შექმნილი ტანსაცმელი უკვე მოისინჯა და კოლექციის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=DAGe0H8zdlU&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები